TİKA-ს დახმარება 300 ავღანელ დაზარალებულ ოჯახს

წერილობითი განცხადებით, ორგანიზაციამ, მეზარი შერიფის ოფისის შუამდგომლობით, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა სამი სოფლის დაზარალებულებს

446230
TİKA-ს დახმარება 300 ავღანელ დაზარალებულ ოჯახს

თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ (TİKA), სასურსათო პროდუქტებით, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია 300 ავღანელ დაზარალებულ ოჯახს.

TİKA-ს წერილობითი განცხადებით, ორგანიზაციამ, მეზარი შერიფის ოფისის შუამდგომლობით, ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა სემენგანის პროვინციის, დარა-ე სუფის რაიონის სოფლების ზირაქის, ნაიზარის და ეშქის 300 ოჯახს, რომლებმაც თალიბანის თავდასხმების გამო მიატოვეს სახლ-კარი.

როცა ვერ მიიღეს ადგილობრივი უფლებამოსილების მხარდაჭერა, TİKA-ს მეზარი შერიფის ოფისი ამოქმედდა და აიბექის ოლქში თავშეფარებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულ ოჯახებს დაურიგა პაკეტები, რომელშიც ჩადებული იყო ფქვილი, კარაქი, ბრინჯი, ჩაი, მარილი და მარცვლეული.



მსგავსი ინფორმაციები