ბრიუსელი ევროკავშირ-თურქეთის სამიტს უმასპინძლებს

სამიტი მარტის დასაწყისში შესდგება

436359
ბრიუსელი ევროკავშირ-თურქეთის სამიტს უმასპინძლებს

ევროკავშირი თურქეთთან მარტის დასაწყისში ბრიუსელში სპეციალური სამიტის გამართვას გეგმავს, რომელზედაც განიხილავენ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს, სირიის კრიზისს, ლტოლვილთა პრობლემებს, თურქეთის ანტიტერორისტულ ბრძოლას და სხვა აქტუალურ საკითხებს.

როგორც განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა, მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა ერდოღანთან და დავუთოღლუსთან და განიხილეს ანტიტერორისტული ოპერაციების მიმდინარეობის საკითხები. მისივე თქმით ბრიუსელის სამიტში დავუთოღლუც მიიღებს მონაწილეობას და მასზე დეტალურად განიხილავენ ორივე მხარის მონაწილეობით გადასადგმელ ნაბიჯებს.

ანკარა კი ამ სამიტზე ბრიუსელს, ჯერ ერთი მშრალი განცხადებების გავრცელების მაგივრად უფრო აქტიურ ჩარევას მოსთხოვს ანტიტერორისტულ ბრძოლაში და მეორეც, ჩრდილოეთ სირიაში ბუფერული ზონის შექმნის საკითხშიც მხარდაჭერას მოსთხოვს მათ



მსგავსი ინფორმაციები