ჩინეთში დაიწყო ახალი წელი

ტრადიციული ჩინური კალენდარის მიხედვით, 8 თებერვალი არის როგორც ახალი წელი, ისე გაზაფხულის ფესტივალის პირველი დღე

428801
ჩინეთში დაიწყო ახალი წელი

ჩინეთში დაიწყო ახალი წელი.

ტრადიციული ჩინური კალენდარის მიხედვით, 8 თებერვალი არის როგორც ახალი წელი, ისე გაზაფხულის ფესტივალის პირველი დღე.

რამდენიმე დღის წინ დაიწყო სახელმწიფოში საახალწლო სამზადისი. მოირთო ქუჩები, განათდა ტაძრები.

საგანგებო გამოცოცხლება დაიწყო სავაჭრო ცენტრებსა და ბაზრებში.

დედაქალაქ პეკინის ჩათვლით, კონცერტები გაიმართა დიდ ქალაქებში.

დიდი დაინტერესება გამოიწვია ტრადიციულმა გველეშაპის ცეკვამ. სიმღერებმა, ფოლკლორულმა წარმოდგენებმა, თვალისმომჭრელმა სინათლის შოუმ. ათასობით ადამიანი მიწყდა ტაძრებს.

ტრადიციული ჩინური კალენდარის მიხედვით წელს მაიმუნის წელია. ჩინელები იყენებენ 12 ცხოველიან კალენდარს.

ყოველი წლის 21 იანვარს და 21 თებერვლის რიცხვებს შორის ახალი თვის და ახალი წლის დასაწყისადაც მიიღება.

ჩინური ახალი წელი, აღინიშნება აზიის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, მალაიზია, ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები.



მსგავსი ინფორმაციები