გამოფენა „ზამთრის სტამბოლი" 17 დეკემბერს გაიხსნება

სტამბოლში ზამთარში 1929 და 1954 წლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა ჯადდებოსტანის კულტურის ცენტრში გაიმართება

409630
გამოფენა „ზამთრის სტამბოლი" 17 დეკემბერს გაიხსნება

სტამბოლშზამთარში 1929 და 1954 წლებში გადაღებული ფოტოების გამოფენა ჯადდებოსტანის კულტურის ცენტრში გაიმართება.

ფოტო ისტორიკოსისა და კოლექციონერის ჯენგიზ ქაჰრამანის წიგნის მოტივებზე გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პრესაში გავრცელებული ფოტოები, რომლებიც ადასტურებს ლეგენდას „სტამბოლის სრუტის გაყინვისა და სარაიბურნუდან უსკუდარამდე ხალხის ფეხით გადასვლის“ თაობაზე, სწრაფი სამახსოვრო ფოტოები, იმ პერიოდის პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული თოვლით დაფარული სტამბოლის კადრები. ამ ფოტოებზე ასახულია სტამბოლის ხედები, ნავსადგურში მყოფი მგზავრები, ბარჟების, ნავებისა და დატვირთული გემების ზამთართან ბრძოლა.

გამოფენა „ზამთრის სტამბოლის“ დათვალიერება მნახველებს 10 იანვრამდე შეეძლებათ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები