სტეფან მისტურა მეორედ ეწვევა სტამბოლს

იგი მოსკოვს და პეკინსაც ეწვევა

378877
სტეფან მისტურა მეორედ ეწვევა სტამბოლს


ჟენევაში მიმდინარე სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მეორედ ეწვევა თურქეთს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტეფან მისტურა, თუმცა, ჯერ ჯერობით არ არის დადგენილი ვიზიტის თარიღი.

გაეროს ჟენევის ოფისის პრეს წარმომადგენელმა აჰმეტ ფევზიმ განაცხადა, რომ მისტურა სტამბოლის გარდა მოსკოვს და პეკინსაც ეწვევა და შედგენილ ანგარიშს წარუდგენს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს.

მისტურა თურქეთს პირველად გასულ თვეს ეწვია და აქ თურქი მაღალჩინოსნების გარდა ზოგიერთ სირიელი ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები