სამხრეთ კორეაში, MERS-ის პანიკა

სამხრეთ კორეაში, MERS-ად წოდებული ვირუსით კვლავ დაიღუპა ორი ადამიანი

320560
სამხრეთ კორეაში, MERS-ის პანიკა

სამხრეთ კორეაში, MERS-ად წოდებული, კორონას სახელითაც ცნობილი რესპირატორული ვირუსით კვლავ დაიღუპა ორი ადამიანი.
ამით დაღუპულთა რაოდენობა 31-დე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 181-ს მიაღწია. ეჭვმიტანილი ინფიცირებული სამი ათასი პიროვნება კი, კარანტინშია აყვანილი.
ინფორმაციით, ყველა ადამიანზე ვირუსი საავადმყოფოდან არის გადადებული.
დაღუპულთა უმეტესობა მოხუცები და ქრონიკული ავადმყოფები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები