თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

“მომავლის გარანტები თქვენ ხართ“

280086
თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს


თურქეთის ლიდერებმა 19 მაისის, ათათურქის ხსოვნის, ახალგაზრდობისა და სპორტის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი გზავნილები გაავრცელეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამ მილოცვაში აღნიშნა: ”თურქეთმა რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. დღეს თურქეთი დემოკრატიული რეჟიმით, ეკონომიკით, პოლიტიკური და სამხედრო ძალით, ადამიანური რესურსებით, ძველი სახელმწიფოებრივი ტრადიციებით და სხვა მსგავსი პარამეტრების გარდა ყურადღებას იქცევს ასევე გლობალური საკითხების მოგვარებაში შეტანილი წვლილითაც. თურქი ახალგაზრდობა დღეს ყოველგვარი ცვლილებების გასაღები და ეკონომიკური განვითარების დამაიმპულსირებელი ძალაა. არ უნდა დაივიწყოთ, რომ ყველა სფეროში განვითარებადი, სტაბილურობით მზარდი, ძლიერი, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე თურქეთის შემქმნელები თქვენ ხართ”, ხაზგასმულია პრეზიდენტის მესიჯში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯემილ ჩიჩექმა კი დამოუკიდებლობის მოპოვებაში ახალგაზრდების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ დამოუკიდებლობის და დემოკრატიის ცნობიერებით აღზრდილი ახალგაზრდები მომავლის სიმბოლონი და გარანტები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები