რომში თურქული ფილმების მეოთხე ფესტივალი დაიწყო

თურქული ფილმების მეოთხე ფესტივალის გახსნის ცერემონია გუშინ იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა

239985
რომში თურქული ფილმების მეოთხე ფესტივალი დაიწყო

რომში თურქული ფილმების მეოთხე ფესტივალი დაიწყო.

თურქული ფილმების მეოთხე ფესტივალის გახსნის ცერემონია გუშინ იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.

გალას თურქეთისა და იტალიის კინოს, საქმიანი სამყაროს წარმომადგენლები, ხელოვანები, დიპლომატები და კინომოყვარულები ესწრებოდნენ.

გალაზე რომის თურქული ფილმების ფესტივალის საპატიო თავმჯდომარემ ფერზან ოზფეთექმა სატელევიზიო, თეატრალურ, მუსიკალურ და კინო სფეროებში წარმატებული მუშაობისათვის და ამ სფეროების განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო საპატიო ჯილდო გადასცა თურქ ხელოვანს ჰუმეირას.

ღონისძიების წამყვანმა, მსახიობმა, მეჰმედ გუნსურმა განაცხადა, რომ ამ ფესტივალმა, რომელიც პირველად 2011 წელში ჩატარდა, კინოს საშუალებით ხიდი გადო და დაახლოვა თურქული და იტალიური კულტურები.

ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ მსახიობები ქენან იმირზალიოღლუ და ჩაღათაი ულუსოი.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ კი კინოფესტივალი ჩაღან ირმაქის ფილმის „თუ დამავიწყდა ჩამჩურჩულეს“ ჩვენებით გაიხსნა.

ფესტივალი 19 აპრილს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები