ერდოღანმა სტამბოლში გამოფენა გახსნა

მან მკაცრად დაგმო ISIS მხრიდან მოსულის მუზეუმის განადგურება

247873
ერდოღანმა სტამბოლში გამოფენა გახსნა


ერდოღანმა მკაცრად დაგმო ისლამური სახელმწიფოს მხრიდან ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე მუზეუმის 8 ათასამდე უიშვიათესი ექსპონატის განადგურება. მისი თქმით ისლამური ცივილიზაცია სწორედ რომ წიგნის და წერის უდიდეს კულტურას მოიცავს და რადიკალური დაჯგუფებების ბარბაროსული საქციელი ჩრდილს აყენებს მთლიანად ისლამურ ცივილიზაციას.

“აბბასიდებს მარტო ბაღდადში 36 ბიბლიოთეკა ჰქონდათ და სამწუხაროდ ისინი მონღოლებმა გაანადგურეს, დღეს კი მონღოლების საქმეს ერაყსა და სირიაში მოქმედი ISIS ბოევიკები მისდევენ და აქამდე შექმნილ უნიკალურ ისლამურ შედევრებს უმოწყალოდ ანადგურებენ“, განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში გახსნილ გამოფენაზე, რომელზედაც თურქული ისლამური კულტურის 99 უნიკალური ხელნაწერის შედევრია გამოფენილი და ეს გამოფენა 29 მარტამდე გაგრძელდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები