CIA-ს ყოფილ აგენტს ედვარდ სნოუდენს ალტერნატიული ნობელის პრემია

ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სტოკჰოლმის შვეიცარული ცენტრის ფონდმა

139439
 CIA-ს ყოფილ აგენტს ედვარდ სნოუდენს ალტერნატიული ნობელის პრემია

 CIA-ს ყოფილ აგენტს ედვარდ სნოუდენს ალტერნატიული ნობელის პრემია მიენიჭა.
გავრცელებული განცხადებით, შვეიცარული ცენტრის ”სამართლიანი ცხოვრების” ფონდის წლევანდელი პრემია მიენიჭა ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების მხილებელ ედვარდ სნოუდენს და ამ დოკუმენტების გამავრცელებელ ინგლისური გაზეთს Guardian-ის რედაქტორს ალან რუსბურგერს.
შვეიცარიის ქალაქ სტოკჰოლმის შვეიცარული ცენტრის ”სამართლიანი ცხოვრების” ფონდის განცხადებით, სნოუდენს ეს პრემია მიენიჭა სახელმწიფოს დემოკრატიული პროცესის და კონსტიტუციური უფლებების დამრღვევი საიდუმლო დოკუმენტების გამჟღავნებისთვის გამოჩენილი გამბედაობის გამო.
ასეთივე გამბედაობის და ამ დოკუმენტების გამოცემის, სახელმწიფოების და ორგანიზაციების ინტერესების დაცვის შესაბამისად პასუხისმგებელი ჟურნალისტიკური მაგალითის ჩვენების გამო პრემია მიენიჭა მის გამომცემელ ჟურნალისტს ალან რუსბურგერს.

სნოუდენი, რომლის პასპორტიც გაუქმებულ იქნა აშშ-ის მხრიდან, ჯერ ისევ ცხოვრობს რუსეთში, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები