"Türkçevizyon"-ი დასრულდა

მასში მონაწილეობა მიიღო 23 ქვეყნის წარმომადგენელმა

126027
"Türkçevizyon"-ი დასრულდა



თურქეთის ქალაქ დენიზლიში დასრულდა მე-5 საერთაშორისო თურქული სიმღერების ფესტივალი “Türkçevizyon“-ი, რომლის ორგანიზატორები და სპონსორები თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-სთან ერთად არიან დენიზლის მერია, დენიზლის საგუბერნატორო და მთავრობის პოპულარიზაციის ფონდი.

ფესტივალი ჩატარდა ფამუქქალაეს უნივერსიტეტის დახურულ სპორტულ დარბაზში და მასში მონაწილეობა მიიღო 23 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის იყო ქართველი მომღერალი სოფო ხალვაშიც.

გუშინდელი გალა კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია მოხდა TRT Müzik ve TRT Avaz-ის არხებით და იგი პირდაპირ გადაიცემოდა მსოფლიოს 7 ქვეყანაში


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები