რ.თ.ერდოღანს, გამარჯვებას ულოცავს მსოფლიო

თურქმა ხალხმა პირველად და უშუალოდ მოახდინა თავისი პრეზიდენტის არჩევა

87952
რ.თ.ერდოღანს, გამარჯვებას  ულოცავს მსოფლიო

გრძელდება თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტის რ.თ.ერდოღანის სახელზე მისალოცი მესიჯების მოსვლა.
ერდოღანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბანკი მუნმა. საკითხთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის მოადგილემ ფერჰან ჰაკმა თურქეთის ტელე რადიო მაუწყებლობის კორესპონდენტთან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბანკი მუნმა ასევე მიულოცა თურქ ხალხს, რომელმაც დემოკრატიული გზით პირველად მოახდინა თავისი პრეზიდენტის არჩევა.
ერდოღანს გამარჯვება მიულოცა აშშ-მა, საპრეზიდენტოს მრჩეველმა მერი ჰარფმა ყოველდღიურ პრეს კონფერენციაზე გამოკვეთა, რომ თურქმა ხალხმა პირველად და უშუალოდ მოახდინა თავისი პრეზიდენტის არჩევა.
ერდოღანს, ტელეფონით მიულოცეს გამარჯვება უკრაინის, მაკედონიის პრეზიდენტებმა, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს შეფმა ჰალიდ მეშალმა, იტალიის და საბერძნეთის პრემიერ მინისტრებმა, კატარის ემირმა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თჰანიმ.
მისალოცი მესიჯი გაუგზავნეს, კოსოვოს პრემიერმა ჰაშიმ თაჯმა, პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბბასმა, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ქარზაიმ, ეგვიპტეში სახელმწიფო გადატრიალებით პრეზიდენტობიდან გადაყენებულმა და ამ ქვეყნის არჩეულმა პირველმა პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ. მისალოცი მესიჯები იქნა ერდოღანის სახელზე გაგზავნილი ასევე ტუნისიდან, ლიბანიდან, სომალიდან, ჯიბუტიდან და ეთიოპიიდან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები