ვანში გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად „მსოფლიოში ყველაზე ხ

79251
ვანში გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად „მსოფლიოში ყველაზე ხ


თურქეთის ქალაქ ვანში გინესის რეკორდების წიგნში მოსახვედრად „მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი საუზმის სუფრა“ გაშალეს.

დილით ადრე კერძო მანქანებით, უფასო მუნიციპალიტეტის ავტობუსებით, ორგანიზაცია-დაწესებულებების მანქანებით მოქალაქეები რეკორდის დასამყარებლად გამოყოფილ ადგილამდე მივიდნენ და იქ სპეციალურად მოწყობილი გამშვები პუნქტებიდან შევიდნენ.

სპეციალურ ტერიტორიაზე შემსვლელი მოქალაქეები გინესის რეკორდების უფლებამოსილებმა სათითაოდ დაითვალეს, ასევე მოხდა მათი კამერებით დაფიქსირებაც. მას შემდეგ, რაც 25 ათასი სკამი და 6 ათასი მაგიდა შეივსო, ვანელებმა სახლებიდან მოტანილი სუფრები მიწაზე გაშალეს.

რეკორდის დასამყარებლად მონაწილეებს მოხალისეების მიე მომზადებული 35 ათასი საუზმის პაკეტი დაურიგდათ.

ვანელებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ განვითარების მინისტრი ჯევდეთ ილმაზი, თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების თავმჯდომარე რიფათ ჰისარჯიქლიოღლუ, ცნობილი ადამიანები და მრავალი ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები