ანადოლუ აჟანსმა ფრანგულ ენაზეც დაიწყო მაუწყებლობა

გადაცემები ტუნისიდან განხორციელდება

61629
ანადოლუ აჟანსმა ფრანგულ ენაზეც დაიწყო მაუწყებლობა



როგორც განაცხადა თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ აჟანსი“-ს (AA) სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ქემალ ოზთურქმა, ამ სააგენტოს ფილიალი გახსნეს ტუნისში და ოფიციალურად დაიწყეს ფრანგულ ენაზე მაუწყებლობა, რომელიც მიმართული იქნება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ფრანგულად მოლაპარაკე ქვეყნებზე. ამ სააგენტოს დღემდე ფილიალები გააჩნდა პარიზში, ბრიუსელში და სენეგალის დედაქალაქ დაკარში რა, ახლა მათ ტუნისიც მიემატათ და მის ფარგლებში სააგენტოს კორესპონდენტები იმუშავებენ აფრიკის მრავალ ქვეყნებში. “ანადოლუ აჟანსი“ თურქულის და ფრანგულის გარდა მაუწყებლობს ასევე ინგლისურ, რუსულ, არაბულ, ქურთულ და ბოსნიურ ენებზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები