კატარის ჰუმანიტარულმა ასოციაციამ რეკორდული რაოდენობის დახმარება

კამპანიის დროს 24 საათში 29 ტონა ტანსაცმელი შეაგროვეს

61412
კატარის ჰუმანიტარულმა ასოციაციამ რეკორდული რაოდენობის დახმარება



კატარის ჰუმანიტარულმა ასოციაციამ 24 საათში რეკორდული რაოდენობის დახმარება, 29 ტონა ტანსაცმელი, შეაგროვა და გინესების რეკორდების წიგნში შევიდა.

კატარის ჰუმანიტარული ასოციაციის მიერ ასპორეს რეგიონში გამართული კამპანიის დროს ვიეტნამის რეკორდი, 12,5 ტონა, მოხსნეს.

ორგანიზაციის მიერ შეგროვებულ 875 ტომარა ტანსაცმელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, იემენსა და ფილიპინებში გააგზავნიან.

კატარის ჰუმანიტარული ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებსაც დახმარება გაეგზავნებათ, აზიის, აფრიკისა და არაბული ქვეყნებიდან არჩევენ და ყველას მოუწოდა ჩაერთოს ამ კამპანიაში.

აღნიშნულ რეკორდთან ერთად კატარი გინესის რეკორდების წიგნში ასევე შესულია მის მიერ დამზადებული მსფლიოს ყველაზე დიდი დროშით, ყველაზე დიდი მონოპოლის თამაშით, ყველაზე დიდი სქუაშის რეკეტითა და ყველაზე დიდი მაისურით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები