თურქეთმა ისრაელში 54 სახეობა პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვა დააწესა

თურქეთმა ისრაელში 54 სახეობა პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვა დააწესა

2126142
თურქეთმა ისრაელში 54 სახეობა პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვა დააწესა

თურქეთმა ისრაელში 54 სახეობა პროდუქტის ექსპორტის შეზღუდვა დააწესა. ვაჭრობის სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის წინააღმდეგ შეზღუდვის გადაწყვეტილება მოიცავს პროდუქციის ჯგუფებს, მათ შორის არმატურიდან-ფოლადამდე, მარმარილოდან-კერამიკამდე.

„თურქეთმა გადაწყვიტა 2024 წლის 9 აპრილიდან, შეზღუდოს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი ისრაელში. გადაწყვეტილების მოთხოვნებს სამინისტრო დაუყოვნებლივ შეასრულებს. დადგენილი შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ ისრაელი არ გამოაცხადებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში და არ დაუშვებს, საკმარის და უწყვეტ დახმარებას“, ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები