მარტში THY-ის მგზავრების რაოდენობამ 6,14 მილიონი შეადგინა

მარტში THY-ის მგზავრების რაოდენობამ 6,14 მილიონი შეადგინა

2126028
მარტში THY-ის მგზავრების რაოდენობამ 6,14 მილიონი შეადგინა

მიმდინარე წლის მარტის თვეში, თურქეთის ავიახაზების (THY) მგზავრების რაოდენობამ 6,14 მილიონი შეადგინა.

თურქეთის ავიახაზების (THY) მგზავრთა საერთო რაოდენობა, რომელიც 2023 წლის მარტში 6,11 მილიონი იყო, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 0,5 პროცენტით გაიზარდა და 6,14 მილიონს მიაღწია.

თავის მხრივ, თურქეთის ავიახაზების ტვირთ-ფოსტა 2023 წლის მარტში 131,9 ათასი ტონა იყო, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ის 35,3 პროცენტით გაიზარდა და 178,5 ათასი ტონა შეადგინა.

2024 წლის იანვარ-მარტის პერიოდის 3 თვის მონაცემებით, THY-ის მგზავრების საერთო რაოდენობა, რომელიც 2023 წლის იანვარ-მარტში 17 მილიონი იყო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4 პროცენტით გაიზარდა და 18,5 მილიონს მიაღწია.



მსგავსი ინფორმაციები