სტამბოლმა 2 თვეში 2 მილიონ 457 ათას 518 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა
სტამბოლმა 2 თვეში 2 მილიონ 457 ათას 518 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა
2120626
თურქეთის ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა ქალაქმა სტამბოლმა მიმდინარე წლის პირველ 2 თვეში 2 მილიონ 457 ათას 518 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა.
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში სტამბოლში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,08 პროცენტით გაიზარდა.
სტამბოლი, რომელსაც პირველი 2 თვის განმავლობაში თურქეთში ჩასული 4 მილიონ 341 ათას 606 უცხოელი ვიზიტორის ნახევარს უმასპინძლა, თებერვალში ძირითადად რუსები ანიჭებდნენ უპირატესობას.
თებერვალში სტამბოლს ეწვია რუსეთის ფედერაციიდან 138 ათას 957, გერმანიიდან 95 ათას 465, ირანიდან 75 ათას 312, ინგლისიდან 56 ათას 430, საფრანგეთიდან 48 ათას 902, საუდის არაბეთიდან 43 ათას 415 ადამიანი.