2023 წლის ყველაზე მონახულებადი ქალაქი სტამბოლი გახდა

2023 წლის ყველაზე მონახულებადი ქალაქი სტამბოლი გახდა

2113817
2023 წლის ყველაზე მონახულებადი ქალაქი სტამბოლი გახდა

გლობალური ბაზრის კვლევის კომპანია Euromonitor International-მა, ყოველწლიურ ანგარიშში 2023 წლის ყველაზე მონახულებადი ქალაქების სია გამოაქვეყნა.

სიაში თურქეთიდან ორი ქალაქი მოხვდა.

სტამბოლი, რომელიც პირველ ადგილზე დასახელდა 20 მილიონ 200 ათასი ვიზიტორის უპირატესობით პირველ ადგილზე დასახელდა. მას კი მოჰყვა ლონდონი 18 მილიონ 800 ათასი ვიზიტორით და მესამეზე დუბაი 16 მილიონ 800 ათასი ვიზიტორით. თურქეთის მეორე ქალაქმა ანტალიამ სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა 15 მილიონ 700 ათასი ვიზიტორით.

სიაში 10 ყველაზე მონახულებული ქალაქი შემდეგნაირადაა ჩამოთვლილი:

• სტამბული, (თურქეთი)

• ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი)

• დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები)

• ანტალია (თურქეთი)

• პარიზი (საფრანგეთი)

• ჰონგ-კონგი (ჩინეთი)

• ბანკოკი (ტაილანდი)

• ნიუ-იორკი (აშშ)

• კანკუნი (მექსიკა)

• მექა (საუდის არაბეთი)



მსგავსი ინფორმაციები