ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა

ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა

2060872
ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა

მიდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ, ანტალიის კულტურული გზის ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 თვის მონაცემებით, თურქეთის მასშტაბით ტურიზმში 42 მილიარდი დოლარის პროგრესი იქნა მიღწეულია და მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 55,6 მილიარდ დოლარამდე იქნება მიღწეული.

„შემოსავალიც და ტურისტების რაოდენობაც 2019 წელზე მეტია, როცა ტურიზმი პიკს იყო პანდემიამდე. ეს ძალიან სასიამოვნოა. ტურისტული სააგენტოების მთავარი მოვალეობაა სექტორთან და სახელმწიფოსთან ერთად მუშაობა, ტურიზმთან დაკავშირებული პრობლემების, განსაკუთრებით პრომოუშენის სწრაფი გადაჭრის მიზნით. ამას წარმატებით ვახერხებთ. ამჟამად ვაკეთებთ ინტენსიურ და ეფექტურ აქციებს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ძალიან მოკლე დროში შევქმნით ტურიზმთან დაკავშირებულ ყველაზე ინტენსიურ და ეფექტურ ქსელებს მსოფლიოში. ამის შედეგს უკვე ვხედავთ ტურისტების რაოდენობასა და შემოსავლებში“, განაცხადა მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ.



მსგავსი ინფორმაციები