თაფლის ექსპორტმა იანვარ-სექტემბრის პერიოდში 7 ათას 137 ტონა შეადგინა
თაფლის ექსპორტმა იანვარ-სექტემბრის პერიოდში 7 ათას 137 ტონა შეადგინა
თურქეთიდან თაფლის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში 52 ქვეყანაში განხორციელდა და 23 მილიონ 393 ათას 402 დოლარის მოგება მოიტანა.
აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 9 თვეში 52 ქვეყანაში, 7 ათას 137 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა.
ამ ხნის განმავლობაში თაფლის ექსპორტმა 23 მილიონ 393 ათას 402 დოლარს მიაღწია.
ყველაზე მეტი ექსპორტი აშშ-ში, ისრაელსა და გერმანიაში განხორციელდა.
მეორეს მხრივ, წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, თაფლის ექსპორტი ხორვატიაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ალბანეთში, ისლანდიაში, შვედეთში, სირიაში, უზბეკეთსა და კამერუნშიც განხორციელდა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი სოფლის მეურნეობის შემოსავლებით ევროპაში პირველ ადგილზეა
თურქეთი სოფლის მეურნეობის შემოსავლებით ევროპაში პირველ ადგილზეა