თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 3,8 პროცენტით გაიზარდა

თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 3,8 პროცენტით გაიზარდა

2031972
თურქეთის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 3,8 პროცენტით გაიზარდა
Mehmet Şimşek.jpg

თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 3,8 პროცენტით გაიზარდა. თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა (TÜİK), მიმდინარე წლის მეორე (აპრილი-ივნისის პერიოდი) კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შედეგები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,8 პროცენტით გაიზარდა.

TÜİK-ის მონაცემები სოციალური ქსელის მეშვეობით შეაფასა ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა და აღნიშნა: „ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის დადებითი შედეგების მიღება დავიწყეთ. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო ნაბიჯების გადადგმას, რათა ეს ეფექტები იყოს მუდმივი და სტაბილური“.


საკვანძო სიტყვები: #გაიზარდა , #თურქეთის ეკონომიკა

მსგავსი ინფორმაციები