თურქეთის ექსპორტი საუდის არაბეთში გაიზარდა

თურქეთის ექსპორტი საუდის არაბეთში გაიზარდა

2022712
თურქეთის ექსპორტი საუდის არაბეთში გაიზარდა

თურქეთის ექსპორტმა საუდის არაბეთში იანვარ-ივლისის პერიოდში 1,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საუდის არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან ერთად, ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობა უმჯობესდება.

გასულ თვეში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთისა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთგაგების 5 ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

სწორედ ამის ფარგლებში, თურქეთის ექსპორტი საუდის არაბეთში წლის 7 თვეში 630 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიარდ 256 მილიონ დოლარს მიაღწია. ამგვარად, საუდის არაბეთი 25-ე ქვეყანად დაფიქსირდა, სადაც თურქეთი ყველაზე მეტ ექსპორტს ახორციელებს.

თურქეთიდან საუდის არაბეთში ყველაზე მეტი ექსპორტი, ხალიჩების სექტორში ხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები