IMF: „2023 წელი რთული იქნება“

IMF: „2023 წელი რთული იქნება“

1926732
IMF: „2023 წელი რთული იქნება“

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი ძრავები - აშშ, ევროპა და ჩინეთი ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან. გეორგიევამ  ამის შესახებ, ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„2023 წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის წელი, რომელსაც უკან ვტოვებთ. რატომ? იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა - აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი ერთდროულად განიცდიან ვარდნას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევების ზრდა ჩინეთში მოკლევადიან პერიოდში ცუდი შედეგების მომტანი იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის,“ განაცხადა გეორგიევამ.


საკვანძო სიტყვები: #კრისტალინა გეორგიევა , #2023 წელი , #IMF

მსგავსი ინფორმაციები