გაერომ გამოაცხადა, რომ თურქეთის შუამავლობით შექმნილი მარცვლეულის დერეფანი პერსპექტიულია

გაერომ გამოაცხადა, რომ თურქეთის შუამავლობით შექმნილი მარცვლეულის დერეფანი პერსპექტიულია

1895941
გაერომ გამოაცხადა, რომ თურქეთის შუამავლობით შექმნილი მარცვლეულის დერეფანი პერსპექტიულია

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ თურქეთის შუამავლობით შექმნილი მარცვლეულის დერეფანი პერსპექტიულია.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინიდან მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველსაყოფად 22 ივლისს სტამბოლში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით უკრაინასა და რუსეთს შორის ხელმოწერილი მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება პერსპექტიულია და აჩვენა ვაჭრობის ძალა კრიზისის დროს.

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ანგარიშში აღინიშნა, რომ ამ შეთანხმების გახანგრძლივება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სურსათზე გლობალური ფასების შემცირებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

აღინიშნა, რომ შეთანხმების წყალობით უკრაინის პორტებში საქმიანობა ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდა და 19 ოქტომბრის მდგომარეობით უკრაინის პორტებიდან გადაზიდული მარცვლეულის რაოდენობამ 8 მილიონ ტონას მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვები ომამდელთან შედარებით 40 და 50 პროცენტით შემცირდა, ამ ინიციატივის წყალობით სურსათზე ფასები დასტაბილურდა და კლების ტენდენცია დაიწყო“. - ნათქვამია ანგარიშში.

იქვე ნათქვამია, რომ გლობალური საკვები პროდუქტების მიწოდება ივლისში 8,6 პროცენტით, აგვისტოში 1,9 პროცენტით და სექტემბერში 1,1 პროცენტით შემცირდა და აღინიშნა: ”ეს გარიგება პერსპექტიულია მომავლისთვის და აჩვენებს ვაჭრობის ძალას კრიზისის დროს.”



მსგავსი ინფორმაციები