სტამბოლს 8 თვეში ხუთ მილიონამდე ტურისტი ეწვია

აგვისტოში კი ქალაქს 1 მილიონ 2 ათას 722 ადამიანი ეწვია

1711538
სტამბოლს 8 თვეში ხუთ მილიონამდე ტურისტი ეწვია

სტამბოლში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობამ მიმდინარე წლის 8 თვეში 4 მილიონ 854 ათას 4 შეადგინა. აგვისტოში კი ქალაქს 1 მილიონ 2 ათას 722 ადამიანი ეწვია. ტურისტების რაოდენობა აგვისტოში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 129 პროცენტით გაიზარდა.

აგვისტოში სტამბოლში ჩასულ უცხოელებს შორის გერმანელებმა 117 ათას 522-ით პირველი ადგილი დაიკავეს. მათ შეადგინეს სტამბოლის ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 11,72 პროცენტი.

გერმანიას 88 ათას 63 ტურისტით ირანი, 60 ათას 68-ით რუსეთი, საფრანგეთი 55 ათას 461-ით, ერაყი 49 ათას 172-ით, 39 ათას 522 ტურისტით ამერიკის შეერთებული შტატები, ქუვეითი 35 ათას 694-ით, ნიდერლანდები 31 ათას 805 ტურისტით, იორდანია 31 ათას 359-ით, უკრაინა 29 ათას 538-ით, უზბეკეთი 28 ათას 511 -ით, აზერბაიჯანი 22 ათას 457-ით, ლიბია 21 ათას 667-ით, ავსტრია 15 ათას 551 -ით და მაროკო 13 ათას 799 ტურისტით.

ქალაქში ჩამოსული ტურისტების 8.78 პროცენტი ირანელი, 5.99 პროცენტი რუსი, 5.53 პროცენტი ფრანგი, 4.90 პროცენტი ერაყელი, 3.94 პროცენტი ამერიკელი და 3.56 პროცენტი კი ქუვეითელი იყო.

აღნიშნულ პერიოდში სტამბოლში ტურისტები 190 ქვეყნიდან ჩავიდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ტურისტი , #სტამბოლი

მსგავსი ინფორმაციები