თურქეთის ავიახაზები ფრენების სიხშირეებს ზრდის

თურქეთის ავიახაზები ფრენების სიხშირეებს ზრდის

1658529
თურქეთის ავიახაზები ფრენების სიხშირეებს ზრდის

თურქეთის ავიახაზები (THY), ამერიკის შეერთებული შტატების 5 მნიშვნელოვან ქალაქში ფრენების სიხშირეს ზრდის.

თურქეთის ავიახაზების მხრიდან სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორაციის თანახმად, ავიაკომპანია, აშშ-ში ფრენების სიხშირეს ბოსტონის, ჩიკაგოს, ლოს-ანჯელესის, მაიამისა და სან-ფრანცისკოს მიმართულებით  გაზრდის.

განცხადების თანახმად, 3 ივნისიდან ჩიკაგოს ფრენები კვირაში 10 სიხშირემდე, ხოლო ლოს-ანჯელესის ფრენები 11 სიხშირემდე გაიზარდა.

ამავე ინფორმაციით, სტამბოლ-ბოსტონის მიმართულებით ფრენები მიმდინარე წლის 14 ივნისიდან კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება. 16 ივნისიდან სტამბოლი-მაიამის რეისები კვირაში 10 სიხშირეზე იქნება ორგანიზებული, ხოლო 17 ივნისიდან სტამბოლი-სან-ფრანცისკოს ფრენები კვირაში 10 სიხშირით განხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები