ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 1 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 1 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა

1654000
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით 1 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ დაახლოებით 1 მილიონი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით გადაზიდვები გაიზარდა და დაამატა: "ხაზის ექსპლუატაციაში შესვლის დღიდან დღემდე 16 ათას 279 ვაგონში 19 ათას 646 კონტეინერით 1 მილიონ 7 ათასი ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხდა. მათგან 6 ათას 814 ვაგონში 8 ათას 377 კონტეინერით 393 ათასი ტონა ექსპორტი, 9 ათას 465 ვაგონში 11 ათას 269 კონტეინერით 614 ათას ტონა იმპორტი განხორციელდა... 2020 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზით 3 ათას 551 ვაგონში 236 ათას 52 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამ წლის ანალოგიურ პერიოდში ტვირთები 19% -ით გაიზარდა და 4 ათას 507 ვაგონში 280 ათას 878 ტონას მიაღწია. გაიზარდა საექსპორტო გადაზიდვები საქართველოში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, რუსეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 1160 ვაგინში 1246 კონტეინერით 64 ათას 378 ტონა ტვირთი იქნა გადაზიდული."

ქარაისმაილოღლუს განცხადებით, ყაზახეთი, თურქმენეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ საექსპორტო გადაზიდვებში და ჩინეთში 2020 წლის 4 დეკემბრის შემდეგ 7, რუსეთში 1 საექსპორტო მატარებელი გააგზავნეს.



მსგავსი ინფორმაციები