მსოფლიო ბანკი თურქეთის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აფასებს

მსოფლიო ბანკი თურქეთის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აფასებს

1471504
მსოფლიო ბანკი თურქეთის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას აფასებს

მსოფლიო ბანკის განცხადებით, თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19)  კონტროლი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად ხორციელდება.

 მსოფლიო ბანკმა, 2020 წლის აგვისტოს თურქეთის ეკონომიკური მონიტორინგის ანგარიშის „გზავნილების კორექტირება“ სახელწოდებით გამოაქვეყნა. ანგარიშში გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებთან ერთად, თურქეთის ეკონომიკაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც ნათქვამია: „კოვიდ-19 შემთხვევების სწრაფი ზრდის მიუხედავად, თურქეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით მის სწრაფ გაკონტროლებას ახერხებს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მათ სამედიცინო პერსონალს.“ საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა მსოფლიო ბანკის თურქეთის დირექტორმა ავგუსტ კუამიმაც და აღნიშნა: „პანდემიის შესახებ პოლიტიკის სწრაფმა და ყოვლისმომცველმა რეაგირებამ ხელი შეუწყო პანდემიის ყველაზე უარესი შედეგების შემსუბუქებას და დადგენას  ადრეული გამოჯანმრთელების ეტაპზე, იმ პირობით, რომ ვირუსი კონტროლის ქვეშ იქნება  და პოლიტიკის ზომები იქნება ადაპტირებული იმაზე, თუ როგორ ვითარდება პანდემია,  ეროვნული და გლობალური ეკონომიკა.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მსოფლიო ბანკი

მსგავსი ინფორმაციები