Turkish Cargo-მ საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში თავისი საბაზრო წილი 5%-მდე გაზარდა

Turkish Cargo-მ საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში თავისი საბაზრო წილი 5%-მდე გაზარდა

1451807
Turkish Cargo-მ საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში თავისი საბაზრო წილი 5%-მდე გაზარდა

Turkish Cargo-მ საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვაში თავისი საბაზრო წილი 5 პროცენტამდე გაზარდა და მსოფლიოში ყოველი 20 საჰაერო ტვირთიდან ერთ-ერთი მან გადაზიდა.

თურქული ავიახაზების (THY) პრესსამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, გლობალური გავლენის მქონე პანდემიის პროცესმა საჰაერო გადაზიდვის ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა და იგი იანვარ-მაისის მონაკვეთში 18%-ით შემცირდა.

Turkish Cargo-ს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტონაჟის დაკარგვა არ განუცდია და შეასრულა გლობალური ხიდის როლი, რათა არ მომხდარიყო საერთაშორისო მიწოდების ქსელის შეფერხება.

საერთაშორისო საჰაერო ტვირთის ინფორმაციის მიმწოდებელი WACD- ის მონაცემების თანახმად, Turkish Cargo– მ გაზარდა თავისი საბაზრო წილი 5 პროცენტამდე და მსოფლიოს ყოველი 20 საჰაერო ტვირთიდგან ერთი მან გადაზიდა.

Turkish Cargo აგრძელებს მუშაობას, რათა საკვების, დახმარების, ნიღბების, სამედიცინო აღჭურვილობის და განსაკუთრებით მედიკამენტების მიწოდების გლობალური ქსელის შეფერხება არ მოხდეს. 



მსგავსი ინფორმაციები