ახალი ხილ-ბოსტნეულით რუსეთს თურქეთი ამარაგებს

გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

1451971
ახალი ხილ-ბოსტნეულით რუსეთს თურქეთი ამარაგებს

 

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში,  თურქეთიდან ახალი ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი რუსეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32 პროცენტით გაიზარდა, რაც ფულადი სახით 398 მილიონ დოლარს შეადგენს.  აღმოსავლეთ შავი ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით,  2020 წლის იანვარ-ივნისს შორის, თურქეთიდან რუსეთში  1 მილიარდ 787 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, როცა ეს ციფრი გასულ წელს 1 მილიარდ 389 მილიონს შეადგენდა. ასე რომ ამ პერიოდში რუსეთში განხორციელებულ საექსპორტო პროდუქციაში ახალმა ხილმა და ბოსტნეულმა პირველი ადგილი დაიკავა. ამავე მონაცემებით, ამ ექვსი თვის განმავლობაში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 507 ათასი ტონა ახალი ხილი და ბოსტნეული



მსგავსი ინფორმაციები