თურქეთის მხრიდან ბრაზილიისათვის მიყიდული ინტენსიური თერაპიის რესპირატორებმა სან-პაულოში ჩააღწიეს

თურქეთის მხრიდან ბრაზილიისათვის მიყიდული ინტენსიური თერაპიის რესპირატორებმა სან-პაულოში ჩააღწიეს

1431639
თურქეთის მხრიდან ბრაზილიისათვის მიყიდული ინტენსიური თერაპიის რესპირატორებმა სან-პაულოში ჩააღწიეს

თურქეთი, ადგილობრივი წარმოების ინტენსიური თერაპიის რესპირატორების ექსპორტს აგრძელებს. თურქეთის მიერ  ბრაზილიაში  ექსპორტირებული ადგილობრივი  წარმოები ინტენსიური თერაპიის რესპირატორებიდან 650 სან-პაულოში უკვე ჩატანილ იქნა. მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა სოციალურ ქსელ,  Twitter-ში საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლშიც ნათქვამია:  „ვიდეოჩანაჭერში აღბეჭდილ ტრალერებს ეროვნული წარმოების ინტენსიური თერაპიის რესპირატორები გადააქვს.  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობით დაწყებული ფასეულობები გადააქვს“.

მეორეს მხრივ საკითხთან დაკავშირებით ბრაზილიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაიის თანამხად, მათმა ქვეყანამ თურქეთიდან 1500 ერთეული ინტენსიური თერაპიის რესპირატორი შეისყიდა, რომელთაგან 650 საუნ-პაულოში უკვე ჩატანილ იქნა რა, დანარჩენებს ელოდებიან. ამავე ინფორმაციით თურქული წარმოების რესპირატორები რეგიონის საავადმყოფოებში იქნება გადანაწილებული.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია გახლავთ ქვეყანა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) აშშ-ს შემდეგ ყველაზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ბრაზილია, პანდემიის ეპიცენტრი გახლავთ. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კოვიდ-19-ით 35 930 ადამიაი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები