თურქული წარმოების პამიდვრის პასტის ექსპორტი გაიზარდა

4 თვეში, 67 მილიონი დოლარის პროდუქცია გაიყიდა

1423213
თურქული წარმოების პამიდვრის პასტის ექსპორტი გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, თურქეთიდან პამიდვრის პასტის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45 პროცენტით გაიზარდა და 67 მილიონ დოლარს მიაღწია. ეგეოსის რეგიონის ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თურქეთში წარმოებული ახალი ხილისა და ბოსტნეულის მზა პროდუქტის ექსპორტმა თითქმის 100 ქვეყანას მიაღწია. ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პერიოდში კი, ამ რეგიონის ექსპორტის ტენდენციამ ზრდა განიცადა და ამ სექტორში ყველაზე დიდი მოთხოვნილება უცხოეთიდან, ტომატის პასტაზე მოვიდა. მეზობელი ერაყი, პირველ ადგილზე აღმოჩნდა თურქული ტომატის ექსპორტში და მან 46 მილიონი დოლარის პროდუქცია შეისყიდა, მას გერმანია და იაპონია მოჰყვებიან



მსგავსი ინფორმაციები