YTB-ს მხარდაჭერით სტრასბურგში ნიღბების სამკერვალო გაიხსნა
YTB-ს მხარდაჭერით სტრასბურგში ნიღბების სამკერვალო გაიხსნა
საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სამმართველოს (YTB) მხარდაჭერით, საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ნიღბებისა და ხალათების სამკერვალო შეიქმნა.
YTB-ში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, ეპიდემიასთან ბრძოლის ჩარჩოებში დაწყებული „დიასპორა კოვიდ-19 მხარდაჭერისა და თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში სტრასბურგსი რელიგიურ საქმეთა თურქული ისლამური კავშირის (DİTİB) იუნუს ემრეს მეჩეთის ასოციაცისთან ერთად ერთობლივი მუშაობა დაიწყო.
განცხადების მიხედვით, YTB-ს მხარდაჭერით შექმნილ ატელიეში ასოციაციის წევრმა ქალებმა ნიღბებისა და ხალათების შეკერვა დაიწყეს. პირველ ეტაპზე შესაკერ 2 ათას ნიღაბსა და 100 ხალათს თურქეთის მოქალაქეები საავადმყოფოების თაოსნობით საჭიროების მქონე ორგანიზაციებს გადასცემენ.
რეგიონში საჭიროების მიხედვით წარმოების გაზრდა იგეგმება.
YTB- ის მიერ დაწყებული პროგრამით, საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისა და თურქეთის არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით დახმარებას უწევენ საჭიროების მქონე ოჯახებს.
ეპიდემიის გამო დატვირთულ რეჟიმში მომუშავე სამედიცინო პერსონალს სტუმრობენ და მათ სხვადასხვა საჩუქრებით ასაჩუქრებენ.