ანტალიაში წლის პირველ ორ თვეში ჩასული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

მსოფლიოს პოპულარული ტურისტული ცენტრებიდან, ანტალიაში, წლის პირველ ორ თვეში ჩასული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

1370393
ანტალიაში წლის პირველ ორ თვეში ჩასული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა

მსოფლიოს პოპულარული ტურისტული ცენტრებიდან, ანტალიაში, წლის პირველ ორ თვეში ჩასული ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა.

რეგიონის კულტურისა და ტურიზმის სამმართველოს მონაცემებით, ანტალიამ გასული წლის იანვარსა და თებერვალში 299 ათას 176-ს მათ შორის 252 ათას 206 უცხოელ ტურისტს უმასპინძლა, წელს კი ეს ციფრი იმავე პერიოდში 388 ათას 994-მდე გაიზარდა და მათგან 327 ათას 823 უცხოელია.  

ამ ციფრით ანტალიამ ყველა დროის პირველი ორი თვის რეკორდი მოხსნა და 2020 წლისთვის განსაზღვრულ 18 მილიონიან მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

ქალაქში წლის პირველ ორ თვეში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან და გერმანიიდან ჩავიდა.  

გასულ წელში იანვარ თებერვალში რუსეთიდან 68 ათას 876 ტურისტი ჩამოვიდა წელს კი ეს ციფრი 103 ათას 94-მდე გაიზარდა.

გერმანიიდან კი გასულ წლის პირველ ორ თვეში 73 ათას 539 წელს კი იმავე პერიოდში 99 ათას 625 ტურისტი ჩამოვიდა.

იანვარსა და თებერვალში რუსეთისა და გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი ტურისტი ანტალიაში ინგლისიდან პოლონეთიდან და ისრაელიდან ჩამოვიდა.  

პირველ ათეულშია ჰოლანდია, იორდანია, ირანი, ბელგია და დანია.


საკვანძო სიტყვები: #ტურისტები , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები