თურქეთის საავტომობილო ბაზრის მონაცემები

თურქეთის საავტომობილო ბაზრის მონაცემები

1353586
თურქეთის საავტომობილო ბაზრის მონაცემები

თურქეთის საავტომობილო და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების ბაზარი წლის პირველი თვის განმავლობაში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 89,75 პროცენტით 27 ათას 273-მდე გაიზარდა.

ავტომობილების დისტრიბუტორთა ასოციაციის (ODD) მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საავტომობილო და მსუბუქი კომერციული ავტომობილების გაყიდვებმა 2020 წლის იანვარში 27,273 ერთეული შეადგინა.

2019 წლის იანვარში საავტომობილო და მსუბუქი კომერციული სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვები 14 ათას 373 იყო და იგი 89,75 პროცენტით გაიზარდა.

სავარაუდოდ, 2020 წლის საავტომობილო სექტორის მთლიანი ბაზარი 575-625 ათასი ერთეული იქნება.


საკვანძო სიტყვები: #ბაზარი , #საავტომობილო სექტორი

მსგავსი ინფორმაციები