თურქეთის და ალჟირის პარტნიორობით ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება

თურქეთის და ალჟირის პარტნიორობით ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება

1348197
თურქეთის და ალჟირის პარტნიორობით ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება

თურქეთის და ალჟირის პარტნიორობით ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება.

ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამედ არკაბმა, თურქეთ-ალჟირის ბიზნეს ფორუმზე საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ალჟირი ეროვნული ენერგეტიკული კომპანია Sonatrach-ი და თურქეთიდან ჰოლდინგი Rönesans-ის პარტნიორობით ადანაში ნავთობქიმიური ქარხანა აშენდება.

მისივე თქმით, პროექტის მშენებლობას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება და 2022 წლის ივლისში ქარხანა წარმოებას დაიწყებს.

არკაბმა აღნიშნა, რომ Sonatrach-ი, პოლიპროპილენის მასალის წარმოებაში ნედლეულად გამოსაყენებლად ამ ფაბრიკას 450 ტონა პროპანის გაზს მიწვდიან.

პროექტის, რომლის ღირებულებაც სავარაუდოდ 1.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, 66% ჰოლდინგ Rönesans-ის და 34% კი Sonatrach-ის კუთვნილება იქნება.



მსგავსი ინფორმაციები