“თურქული ნაკადი“ ხვალ იხსნება

ორი მილსადენის სიმძლავრე 31.5 მილიარდი კუბური მეტრია

1335979
“თურქული ნაკადი“ ხვალ იხსნება

 

რუსული ბუნებრივი აირის თურქეთში ტრანსპორტირებისა და ამის პარალელურად თურქეთის გავლით ევროპისათვის მიმწოდებელი მილსადენი “TürkAkım“-ი, ე.ი. თურქული ნაკადი, ხვალ საზეიმო ცერემონიით გადაეცემა ექსპლოატაციაში. ეს ცერემონიალი სტამბოლის ჰალიჩის კონგრესის ცენტრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეპ თაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი. ეს 935 კმ-იანი ორი გაზსადენი სტარტს რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ ანაპაში იღებს და შავი ზღვის გავლით თურქეთის ქიიქოის დასახლებაში მთავრდება. თითოეული ხაზის სიმძლავრე წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრი, ე.ი. მთლიანობაში 31.5 მილიარდი კუბური მეტრი იქნება და აქედან ნახევარი თურქეთის მოთხოვნილებას მოხმარდება, ხოლო ნახევარი კი ევროპას გაეგზავნება



მსგავსი ინფორმაციები