გაფიცვების გამო საფრანგეთის რკინიგზამ 400 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

გაფიცვების გამო საფრანგეთის რკინიგზამ 400 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

1329551
გაფიცვების გამო საფრანგეთის რკინიგზამ 400 მილიონი ევროს ზარალი განიცადა

საფრანგეთის რკინიგზის ეროვნულმა კომპანიამ (SNCF), პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ხელისუფლების საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ დაწყებული გაფიცვების გამო 400 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.

საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჟან-პიერ ფარანდუმ გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გაფიცვები სერიოზულად იმოქმედებს კომპანიის 2019 წლის შედეგებზე.

ფარანდუს თქმით, 20 დღიანმა გაფიცვამ კომპანიას 400 მილიონი ევროს ზიანი მიაყენა და შობის დღესასწაულის დროს მატარებლის რეისების სერიოზული შეფერხებები მოხდა, მგზავრების 40 პროცენტი, რომლებსაც ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, იძულებული გახდა ბილეთები გადაეცვალათ ან  მოგზაურობა გაეუქმებინა.

საფრანგეთში საშობაო დღესასწაულზეც გაფიცვების გამო პარიზის თაოსნობით ქვეყნის დიდ ნაწილში ჯანდაცვის, საჯარო და სატრანსპორტო მომსახურებაში შეფერხებები ხდება, რაც მოსახლეობას აზარალებს.

პარიზსა და დიდ ქალაქებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სერიოზული პრობლემებია.

მაკრონმა და მისმა მთავრობამ განაცხადეს, რომ ისინი არ აპირებენ საპენსიო რეფორმაზე უარის თქმას, პროფკავშირები კი რეფორმების უკან გატანას დაჟინებით მოითხოვენ.

პროფკავშირების წარმომადგენელთა თქმით, გაფიცვები გაგრძელდება მანამდე სანამ მთავრობა საპენსიო რეფორმას უკან არ გაიტანს და მას შობის არდადეგებზეც არ შეწყვეტენ.



მსგავსი ინფორმაციები