კალიფორნიის ხანძარზე პასუხისმგებელი კომპანია 1,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კალიფორნიის ხანძარზე პასუხისმგებელი კომპანია 1,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

1326419
კალიფორნიის ხანძარზე პასუხისმგებელი კომპანია 1,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

ამერიკის კალიფორნიის შტატში ელექტროენერგიის კომპანიას PG&E გაჩენილ ხანძრებზე, რომლის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა, პასუხიმგებლობა დაეკისრა და 1,7 მილიარდი დოლარით დაჯარიმდა.

1,7 მილიარდი დოლარის კომპენსაციით ჯარიმის შემდეგ ელექტროენერგიის კომპანიამ გაკოტრების მოთხოვნა გააკეთა. კომპანია არასწორი ხაზების გამო აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი ტყის ხანძრის გაჩენაზე მთავარ პასუხისმგებლად მიიჩნევა.

PG&E-ის არასწორი ელექტრო ხაზების გაბმის გამო გასულ წელს კალიფორნიის ჩრდილოეთში აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი კატასტროფა მოხდა, რომლის შედეგადაც 86 ადამიანი დაიღუპა.

PG&E-მ იანვრაში 30 მილიარდი დოლარის ოდენობის ხანძრის კომპენსაციის მოთხოვნის გამო გაკოტრება მოითხოვა. ოპერატორის მიერ დეკემბრის დასაწყისში გამოცხადდა, რომ ხანძრის მსხვერპლთათვის 13.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას გადაიხდის.

კომპანია მიზნად ისახავს ივნისამდე გაკოტრების კანონით ისარგებლოს და კომპენსაცია გაკოტრების ფონდიდან გადაიხადოს. თუმცა ამ შეთანხმების განსახორციელებლად იგი უნდა დაამტკიცოს სპეციალიზებულმა სასამართლომ.



მსგავსი ინფორმაციები