ბიარიცში აბე-ტრამპს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა

ორი ქვეყანა სექტემბერში სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებს

1258471
ბიარიცში აბე-ტრამპს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა

 

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გამართულ G7 სამიტზე მყოფმა იაპონიის პრემიერ მინისტრმა აბე შინზომ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დასრულებული პირისპირი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სექტემბერში, იაპონია-აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდება. იაპონური საინფორმაციო სააგენტო კიოდო იუწყება, რომ შინზო აბესა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრის შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების, არამედ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში თანამშრომლობის საკითხშიც. ამავე ინფორმაციით, იაპონია, როგორც სავაჭრო ხელშეკრულების ნაწილი, აშშ-გან დამატებით შეიძენს სიმინდის დიდ პარტიას, რაც უზარმაზარი პლუსი იქნება ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის. შინზო აბეს თქმით, ტრამპს სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც შეხვდება და მასთან შეთანხმების საბოლოო დეტალებსაც დაადგენენ



მსგავსი ინფორმაციები