ს. არაბეთმა სთს-ს სამიტზე კატარიც მიიწვია

საუდის არაბეთმა 30 მაისს მექაში გასამართ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს საგანგებო სამიტზე კატარიც მიიწვია

1208662
ს. არაბეთმა სთს-ს სამიტზე კატარიც მიიწვია

საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ  აბდულაზიზმა 30 მაისს მექაში გასამართ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს საგანგებო სამიტზე დასასწრებად კატარის ემირი შეიხ ტემიმ ბინ ჰამედ ალ სანი მიიწვია.  

კატარის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო QNA-ს ცნობით, მეფე სალმანის მიერ გაგზავნილი მისაწვევი წერილი სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აბდულატიფ ბინ რაშიდ ეზ-ზეიანიმ კატარის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ბინ აბდურაჰმან ალ სანის გადასცა.

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა 18 მაისს სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებსა და არაბული ქვეყნების ლიდერებს მექაში 30 მაისს ორი საგანგებო სამიტის გამართვისაკენ მოუწოდა.

მეფემ  აღნიშნული გადაწყვეტილება 12 მაისს გაერთიანებული არაბული საემიროების ტერიტორიულ წყლებში 4 სავაჭრო სატვირთო გემზე საბოტაჟისა და 14 მაისს საუდის არაბეთში ორ სატუმბ სადგურზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები