თურქეთის ავიახაზები, პალესტინაშიც ჩაიყვანს ტურისტებს

ამის შესახებ შეთანხმებას ბეთლემში მიაღწიეს

1208287
თურქეთის ავიახაზები, პალესტინაშიც ჩაიყვანს ტურისტებს

 

თურქეთის ავიახაზებმა (THY) გამოაცხადა, რომ მზად არის პალესტინაში ახალი ტურისტების ჩაყვანისთვის და ამ საკითხში პალესტინის ტურიზმის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობისათვის. პალესტინის ტურიზმის სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ამ ქვეყნის ტურიზმის მინისტრი როლა მაიაა, თურქეთის ავიახაზების წარმომადგენელ ფატიჰ დურმაზს, ოკუპირებული დასავლეთ იორდანიის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბეთლემში შეხვდა და ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაზრდის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. პალესტინის ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს მათ ქვეყანას 130 ათასზე მეტი თურქი მოქალაქე ეწვია, ხოლო მთლიანობაში პალესტინას 2018 წელს, 3 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია



მსგავსი ინფორმაციები