თურქეთმა ირანში წყალდიდობით დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

თურქეთმა ირანში წყალდიდობით დაზარალებულებს 2 ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

1186685
თურქეთმა ირანში წყალდიდობით დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა

თურქეთმა ირანში წყალდიდობით დაზარალებულებს 2 ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-სთან საუბარში ბაზერგანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის დირექტორის მოადგილემ სადიკ ნამდარმა განაცხადა, რომ ვანის გუბერნატორის სამსახურის მიერ გაგზავნილი 2 ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება აღრის დოღუბეიაზითის რაიონში მდებარე გურბულაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან შევიდა ირანში

ნამდარის თქმით, დაახლოებით 15,5 ტონის ჰუმანიტარული ტვირთი 124 სამზარეულოს მოწყობილობის, 600 საბნისა და 120 კარვისგან შედგება.

ირანში მარტის მეორე ნახევარში დაწყებულმა ძლიერმა წვიმებმა ქვეყნის 31 პროვინციიდან 25 დააზარალა.

მეწყერმა რეგიონებში სერიოზული ზარალი გამოიწვია და ქვეყნის მასშტაბით მას ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში წყალდიდობით დაზარალებულებისათვის თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციამ ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციასთან ერთობლივად სტიქიის ზონებში 5 ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. 



მსგავსი ინფორმაციები