შვედეთის ფინანსური პოლიცია Swedbank-ში ფულის გათეთრების ბრალდების გამო შევიდა

შვედეთის ფინანსური პოლიცია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკებიდან Swedbank-ში ფულის გათეთრების ბრალდების გამო შევიდა

1171899
შვედეთის ფინანსური პოლიცია Swedbank-ში ფულის გათეთრების ბრალდების გამო შევიდა

შვედეთის ფინანსური პოლიცია ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკებიდან Swedbank-ში ფულის გათეთრების ბრალდების გამო შევიდა.

შვედეთის სახელმწიფო ტელევიზია SVT-ს ცნობით, ფინანსური კონტროლის ორგანიზაციის პრესსპიკერმა ნიკლას ალგრენმა განაცხადა, რომ ფინანსურმა პოლიციამ ფულის გათეთრების გამოძიების ფარგლებში ბანკის სტოკჰოლმის სანდბიბერგში მდებარე ცენტრის შენობაში ჩხრეკა ჩაატარა.

Swedbank-ში გაკეთებულ განცხადებაში კი ფინანსური პოლიციის შესვლა დაადსტურეს.

მომხდარის გახმაურების შემდეგ ბირჟაზე Swedbank-ის აქციების ფასი დაეცა.

SVT-ს მიერ გასულ თვეში გამოვლენილი ფაქტში საუბარია 2007-2015 წლებში Swedbank-ისა და დანიის ბანკის Danske Bank-ის ბალტიის ქვეყნებში არსებული ფილიალებით 4,3 მილიარდი დოლარის შავი ფულის გათეთრებაზე.   



მსგავსი ინფორმაციები