დასავლეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

სანქცირებულთა სიაში არიან 6 რუსი მაღალჩინოსანი და 8 კომპანია

1164624
დასავლეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

 

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა, ევროკავშირთან და კანადასთან  ერთად, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის გაგრძელების პოლიტიკისადმი გამოჩენილი მხარდაჭერის გამო, ამ ქვეყანას ეკონომიკური სანქციები გაუფართოვეს და მის ფარგლებში 6 რუს მაღალჩინოსანს და 8 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესეს.

ამავე განცხადების თანახმად, ახალ სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები  სერგეი სტანკევიჩი, ანდრეი შენინი, რუსლან რომაშკინი და რუსეთის სასაზღვრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გენადი მედვედევი, ხოლო 8 სანქცირებული კომპანიიდან 6 თავდაცვის მრეწველობის, 1 სამშენებლო კომპანია და ერთიც ნავთობისა და გაზის კომპანიაა.

ოფიციალურმა რუსეთმა კი განაცხადა, რომ ისინი ამ სანქციებს უპასუხოდ არ დატოვებენ



მსგავსი ინფორმაციები