ჰამბურგის აეროპორტში გაფიცვები გრძელდება

ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომელები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

1139006
ჰამბურგის აეროპორტში გაფიცვები გრძელდება

გერმანიის ქალაქ,   ჰამბურგის აეროპორტში მიმდინარე გაფიცვების გამო უკვე 72 რეისი გაუქმდა. ჰამბურგის აეროპორტის სახმელეთო მომსახურების თანამშრომელები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.  ჰამბურგის აეროპორტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახმელეთო მომსახურების თანამშრომლებმა გაფიცვა, „Verdi“-ს და „Komba“-ს პროფკავშირების მოწოდებით დაიწყეს. მათივე განცხადების მიხედვით, გაფიცვების დაწყებიდან უკვე 72 რეისი გაუქმდა, რის გამოც 9000 მგზავრი დაზარალდა. პროფკავშირები აეროპორტის სახმელეთო  სამსახურის  თანამშრომლისთვის ყოველთვიური ანაზღაურების 275 ევროთი გაზრდას ითხოვენ. დამსაქმებელი კომპანია კი ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს რადგან ეს ფასი ძვირად მიაჩნია.



მსგავსი ინფორმაციები