ნიუ ორკში 1 ბინა ბინა რეკორდულ ფასში გაიყიდა

იგი მილიონ დოლარად კენ გრიფინმა შეიძინა

1133134
ნიუ ორკში 1 ბინა ბინა რეკორდულ ფასში გაიყიდა

 

აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკის ერთ ერთი ჯერ კიდევ მშენებარე ცათამბჯენის ბოლო სართულზე მდებარე ბინა რეკორდულ ფასში, 238 მილიონ დოლარად გაიყიდა და მან ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბინის სახელი მოიხვეჭა.

ამერიკულ ჟურნალ  Wall Street Journal-ის მიხედვით, მანჰეტენში მდებარე ეს ბინა 238 მილიონ დოლარად,  საინვესტიციო ფონდის,  Citadel-ის დამფუძნებელმა კენ გრიფინმა შეიძინა, იგი 79 სართულიანი ცათამბჯენის ბოლო სართულზე, 2230 კვ მეტრზეა განთავსებული.

წინა რეკორდი ეკუთვნოდა  ნიუ იორკის ლონგ ისლანდის რეგიონში მდებარე ჰემპტონის ბინას, რომელიც 2014 წელს 137 მილიონ დოლარად საინვესტიციო ფონდის მენეჯერმა ბარი როზენშტეინმა შეისყიდა



მსგავსი ინფორმაციები