პრეზიდენტი ერდოღანი "თურქული ნაკადის" ცერმონიაზე სიტყვით გამოვიდა

„თურქული ნაკადის“ საზღვაო ნაწილის დასრულებასთან დაკავშირებით სტამბოლის კონგრეს ცენტრში ცერემონია გაიმართა

1090949
პრეზიდენტი ერდოღანი "თურქული ნაკადის" ცერმონიაზე სიტყვით გამოვიდა

პროექტის „თურქული ნაკადის“ საზღვაო ნაწილის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით სტამბოლის კონგრეს ცენტრში ცერემონია გაიმართა.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა  განაცხადა, რომ პროექტი „თურქული ნაკადი“ ბოლო ეტაპზე გადავიდა და დაამატა: „თურქულ ნაკადს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის, რეგიონისთვის ბევრი უპირატესობა აქვს.“

მისივე თქმით, „თურქული ნაკადი“ 2019 წელში ჩასატარებელი ტესტირების შემდეგ ამოქმედდება და დაამატა: „რუსეთთან ჩვენი თანამშრომლობა ძალზედ ფართო სპექტრით ვითარდება. ჩვენი მიზანია რუსეთთან 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიღწევა. თურქეთმა რუსეთისგან 1987 წლიდან დღემდე 387 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიძინა, ეს, ენერგო სფეროში ჩვენი ურთიერთობების ყველა სახის გამოცდის ჩაბარების გამოხატულებაა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობების ფარგლები, სხვა ქვეყნების მოთხოვნების ან ზეწოლის მიხედვით არ განგვისაზღვრია. მჯერა, რომ პრეზიდენტ პუტინთან და რუს ხალხთან სოლიდარობა ჩვენი ქვეყნისთვის უფრო დიდი პროექტების მახარობელი იქნება.“    

ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პუტინმა კი დასძინა: „რუსეთი და თურქეთი ენერგო სფეროში თანამშრომლობას დიდი ხანია ძალზედ წარმატებულად ახორციელებენ... თურქული ნაკადი თურქეთს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს და დადებით გავლენას მოახდენს თურქეთის პოზიციაზე.“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ნდობის გარეშე ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და ერდოღანს „პოლიტიკური ნებისა და გამბედაობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ პროექტ „თურქული ნაკადი“ საზღვაო ნაწილის ბოლო მილი პრეზიდენტ ერდოღანისა და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით შავ ზღვაში ჩაუშვეს.



მსგავსი ინფორმაციები