პუტინი 19 ნოემბერს სტამბოლს ეწვევა

ამის შესახებ მისმა თანაშემწემ განაცხადა

1086193
პუტინი 19 ნოემბერს სტამბოლს ეწვევა

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 ნოემბერს სტამბულს ეწვევა.

ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

გაზეთ იზვესტიისთვის გავრცელებულ განცხადებაში მან თქვა, რომ პუტინი სტამბოლში, ე.წ. თურქული ნაკადის მილსადენის, შავ ზღვაში გამავალი პროექტის დასრულების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

თურქული მილსადენით, რუსული გაზის, შავ ზღვაზე გავლით ჯერ თურქეთში და შემდეგ აქედან კი ევროპაში ტრანსპორტირება იგეგმება.

ამ პროექტის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში გადაცემა 2019 წელში იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები